თემა - სიმღერად ქცეული ლექსები.
სახელმძღვანელოში მოცემული ამავე სახელწოდების თავის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი ემუშავათ სხვა პოეტთა იმ ლექსებზე, რომლებიც იქცნენ სიმღერებად.
|
პროექტის მნიშვნელობა - პროექტი აქტუალურია, რადგან მოსწავლეები გაიღრმავენენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას,გაეცნობიან ახალ ლექსებს, დააკავშირებენ ლიტერატურასა და მუსიკას ერთმანეთთან, იმუშავებენ ინტერნეტში და მოიძიებენ მასალას
|
პროექტის მიზანი და შედეგები - პროექტის მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება იმ ქართველ პოეტთა შემოქმედებით, რომელთა ლექსებზეც დაწერილა სიმღერები; მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, მოძიებული მასალის პრეზენტირების, ჯგუფში მუშაობის, სხვისი სამუშაოს შეფასების უნარები; ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გემოვნება, გაუღრმავდებათ პატრიოტიზმის გრძნობა.
პროექტით გათვალისწინებული საკითხების კავშირი ესგ-თან:
VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.
VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
ქართ. VII. 7 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები -
1.დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას: ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება,ზეპირი პრეზენტაცია.
2.შეფასების კრიტერიუმები: ისტ-ის გამოყენება, ჯგუფში მუშაობა, ზეპირი პრეზენტაციის საჭირო უნარ-ჩვევების გამოვლენა.
|
წინასწარი ცოდნა - მოსწავლეებს აქვთ ჯგუფში მუშაობისა და მოძიებული მასალის პრეზენტირების ელემენტარული ჩვევები, იციან ინტერნეტში მასალის მოძიება, აქვთ მოსმენისა და ურთიერთშეფასების უნარი.
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები - მე-7 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის, მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის ლექსების კრებულები; ისტ-ი და ინტერნეტი
|
ძირითადი აქტივობები და სტრატეგიები, სასწავლო პროექტის მსვლელობა :
1. თემის შერჩევა - სახელმძღვანელოში შესაბამისი თავის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობ გაიხსენონ კიდევ რომელიმე მათთვის ნაცნობი ლექსი, რომელზეც შექმნილია სიმღერა. მოსწავლეები ასახელებენ ლექსებს და შეძლებისდაგვარად ავტორებსაც. ამის შემდეგ ჩნდება იდეა (თუ არ გაჩნდება, მე შევთავაზებ), რომ მოვიძიოთ ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნილი სიმღერები და ვუსახელებ ნაცნობ ავტორებს: გალაკტიონი, ვაჟა, აკაკი ...
2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება - ჯგუფები ჩამოყალიბდება გათვლის პრინციპით: პირველი 5 მოსწავლე სიის მიხედვით და ა.შ.
3. პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში - მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ დასახელებულ პოეტთა ლექსები, ამ ლექსებზე შექმნილი სიმღერები (კომპოზიტორთა მითითებით), წარმოადგინონ სიმღერის შექმნასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია (თუ ასეთი არსებობს).
4. ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება - მოსწავლეები ირჩევენ ჯგუფის ხელმძღვანელს და ინაწილებენ სამუშაოს დამოუკიდებლად, ასახელებენ პროექტის წარმოდგენის დროს.
5. აქტივობების განხორციელება - ჯგუფები ყოველი სამი გაკვეთილის შემდეგ ინდივიდუალურდა მაცნობენ, რა სამუშაო აქვთ შესრულებული და რა ეტაპზეა პროექტი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ვუწევ შესაბამის დახმარებას.
6. პროდუქტის პრეზენტაცია -წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ჯგუფები წარმოადგენენ მოძიებულ მასალას.
7. პროექტის შემაჯამებელი შეფასება - მოსწავლეთა და მასწავლებლის მიერ პრ-ეზენტაციის შეფასება წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით.
8. პროექტის გაგრძელება - სურვილის შემთხვევაში შევთავაზებ მოსწავლეებს ღონისძიებას, რომელზეც თვითონ შეასრულებენ მოძიებულ სიმღერებს , რა თქმა უნდა, მუსიკის მასწავლებლის დახმარებით.
|
Thursday, July 4, 2013
პროექტის გეგმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
.jpg)



No comments:
Post a Comment